საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

რიგით მე-11 საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს  ქალაქ ბათუმში, 12 ოქტომბერს გაიმართება.  კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა  და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მიზანია არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობა.

კონფერენცია ხუთ ინტერაქტიულ მიმართულებას მოიცავს. საპანელო განხილვები შეეხება შემდეგ თემებს:  ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები და ევროპული უსაფრთხოების მომავალი.