საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
12 ოქტომბერი

ბათუმისაქართველო 

ადმინისტრაციული საკითხები

 

  1. ღონისძიების ადგილი

კონფერენცია ჩატარდება ბათუმის სასტუმრო ჰილტონში, რომელიც მდებარეობს ზღვისპირა ბულვართან და ქალაქის სხვა ღისშესანიშნაობებთან ძალიან ახლოს. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს რკინიგზის სადგური და ბათუმის საერთაშორისო აეროპორთი.

  1. სასაუბრო ენა

კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. 

  1. კონფერენციაში მონაწილეობისხარჯები

კონფერენციაზე დასწრება უფასოა.

ქართული მხარე დაფარავს კონფერენციის მონაწილეების კვების და ადგილობრივი გადაადგილების ხარჯებს.  

  1. ტრანსპორტით მომსახურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სტუმართა შიდა ტრანსპორტირებას, თბილისში და ბათუმში და ასევე აეროპორტში დახვედრა-გაცილებას.

  • საჭიროების შემთხვევაში, კონფერენციის სამუშაო ჯგუფი დაეხმარება კონფერენციის მონაწილეებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში VIP მომსახურების უზრუნველყოფაში.
  • აეროპორტამდე ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ინფორმაცია გამგზავრების შესახებ. 
  1. განთავსება

კონფერენციის სამუშაო ჯგუფი დაეხმარება კონფერენციის მონაწილეებს  ბათუმის ჰილტონის ან რადისონის სასტუმროებში ნომრების დაჯავშნაში. 

  1. რეგისტრაცია

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მოწვეულმა სტუმრება წერილობით უნდა აცნობონ მათი თანხმობა კონფერენციის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე.

ელ. მისამართი:  gdscgeo@mod.gov.ge

სარეგისტრაციო ფორმის ჩაბარების შემდგომ თქვენ გამოგეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია კონფერენციაში თქვენი მონაწილეობის თაობაზე.

კონფერენციაზე არ დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ  აცნობოთ კონფერენციის ორგანიზატორებს კონფერენციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. 

  1. ვიზასთან დაკავშირებული საკითხები 

ვიზა არ მოეთხოვება ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეებს. სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ ბმული: https://www.geoconsul.gov.ge/en/aboutUs 

  1. უსაფრთხოება/საინფორმაციო უსაფრთხოება 

კონფერენციაზე განსახილველი თემატიკა არ არის საიდუმლო.

უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. კონფერენციის მონაწილეთა თანხმლები პირების, შეიარაღებული დაცვის შესახებ ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდოს ქართულ მხარეს.    

  1. დაზღვევა

სამოგზაურო და ჯანმრთელობის  დაზღვევას არ ანაზღაურებს  მომწვევი მხარე. 

  1. დამატებითი ინფორმაცია

კონფერენციის ფორმატის, გამომსვლელების, მოდერატორების, მონაწილეთა და დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებ-გვერდზე: http://gdsc.mod.gov.ge

გთხოვთ  გაითვალისწინოთ, რომ ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კონფერენციის სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებით. 

კონფერენციის საკონტაქტო პირები: 

ზოგადი ინფორმაცია:

მარიამ ტაბატაძე                                        ნათია სესკურია

ტელ:  +995 577 196 865                            ტელ: +995 555 500 575 

განთავსება:

მაგდა აზალაძე

ტელ:: +995 577 190 012 

ელ. მისამართიgdsc@mod.gov.ge