თავდაცვის მინისტრი ყატარის დელეგაციას შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ყატარის დელეგაციას შეხვდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე და სამხედრო განათლების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყატარის დელეგაციის წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სამხედრო ინდუსტრიის საკითხით. სტუმრებმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი დაათვალიერეს, ქართულ მხარეს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კუთხით წარმატებები უსურვეს და თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს. ყატარის დელეგაციამ თინათინ ხიდაშელი დოჰაში მიიწვია.