შეხვედრა მაიკლ კარპენტერთან საერთაშორისო საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს მაიკლ კარპენტერს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებსა და შესაძლო შედეგებს. შეხვედრას ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.