დასკვნითი კონცერტი და ლამბერტო ძანიერის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) დასრულების შემდეგ სტუმრების პატივსაცემად კონცერტი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად სხვადასხვა ცნობილი ჰიტები ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების, დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის და ლატვიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრებმა შეასრულეს. კონფერენციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ მიმართა. „მინდა ამ შესანიშნავ დღეს საქართველოს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერი მომავალი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს პოლიტიკური და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას. ყოველივე ამას სჭირდება უფრო მეტი ჩართულობა. უკან თუ გავიხედავთ, დავინახავთ, თუ რამხელა პროგრესი განიცადა საქართველომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საკითხი და პრობლემა რჩება მოსაგვარებელი. განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და განხორციელდა ცვლილებები სამთავრობო დონეზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა განვითარების გზაზე“,- განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ლამბერტო ძანიერიმ გამოსვლა ქართული ღვინის დაგემოვნებით დაასრულა. ქართული ღვინისა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება დღეს კონფერენციის ყველა მონაწილეს და სტუმარს შეეძლო.