შეხვედრა ბრიგადის გენერალ ფრანჩესკო ვისტიტოსთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იტალიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ინოვაციის ცენტრის დირექტორს, ბრიგადის გენერალ ფრანჩესკო ვისტიტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ მიმართულებებზე თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საკითხს, სამხედრო განათლების თემას და გამოცდილებების გაზიარებას. შეხვედრაზე იტალიურმა მხარემ სამხედრო პოლიციის სფეროში თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. იტალიის დელეგაციასთან შეხვედრას მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეუერთდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში იტალიის ელჩი ანტონი ბარტოლი და სამხედრო ატაშე, კაპიტანი დანიელე სივიკო. იტალიის დელეგაციასთან შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.