„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის კონფერენციის დაწყებამდე ვეფხვების „The Tigers” შოუ გაიმართა. სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის ჯარის უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტები გადმოხტნენ და ქართული სახელმწიფო დროშა გაშალეს. რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/RFwslpvJRHw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>