ინფორმაცია გამომსვლელებისა და მოდერატორებისთვის

პარალელური და პლენარული სესიები

თითოეულ პანელზე გამომსვლელები და მოდერატორები ორ ინტერაქტიულ სესიაზე განაწილდებიან (A და B) და მომიჯნავე თემებზე გამართულ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. სესიების დროს თითოეულ გამომსვლელს მოუწევს 5-7- წუთიანი გაცნობითი ხასიათის მოხსენებით გამოსვლა შემოთავაზებულ თემაზე ან ყველა თემის მოკლე მიმოხილვა. შემდეგ კი მოდერატორი გამომსვლელებს შორის დისკუსიას წარუძღვება. A და B სესიები პარალელურ რეჟიმში წარიმართება და ერთ საათს გაგრძელდება.

სესიების შემდეგ მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან პლენარულ შემაჯამებელ შეხვედრაზე, სადაც ორივე სესიის მოდერატორები გამომსვლელებსა და აუდიტორიას შორის დისკუსიას შეუწყობენ ხელს. მოდერატორები მოკლედ შეაჯამებენ მათი სესიების დროს გამართული დისკუსიის შედეგებს და აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ინტერაქტიულ რეჟიმში გამომსვლელებს კითხვები დაუსვას. 

შენიშვნა: პირველ დღეს, პარალელური სესიების შემდეგ შეჯამების ნაცვლად იქნება დებატები. სპეციალურად გამოყოფილი მოდერატორი გამოსვლელებსა და კონფერენციის მონაწილეებს შორის ნატოს გაფართოების პერსპექტივებისა და თარიღების შესახებ დისკუსიას შეუწყობს ხელს. 

24 მაისი, თემატური სადილები

თითოეულ სადილს საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირი უმასპინძლებს. თამადა და მოწვეული სპიკერი მაგიდასთან სასაუბრო თემებს წამოჭრიან. თამადის მოვალეობაა, მსჯელობა არაფორმალურ ვითარებაში წარიმართოს. მოწვეული სპიკერი თემატური სადილის სტუმრებს 5-7 წუთიანი სიტყვით მიმართავს.