საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიტაუტას უმბრასასს შეხვდა.

ლელა ჩიქოვანმა კოლეგას ლიეტუვის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა. კოლეგებმა ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.

ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.