ქ. ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ფეიად ბინ ჰამედ ალ-რუვაილთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.
თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.