საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
12 ოქტომბერი
ბათუმი, საქართველო
ადმინისტრაციული საკითხები
კონფერენცია ჩატარდება ბათუმის სასტუმრო ჰილტონში, რომელიც მდებარეობს ზღვისპირა ბულვართან და ქალაქის სხვა ღისშესანიშნაობებთან ძალიან ახლოს. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს რკინიგზის სადგური და ბათუმის საერთაშორისო აეროპორთი.
კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
კონფერენციაზე დასწრება უფასოა.
ქართული მხარე დაფარავს კონფერენციის მონაწილეების კვების და ადგილობრივი გადაადგილების ხარჯებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სტუმართა შიდა ტრანსპორტირებას, თბილისში და ბათუმში და ასევე აეროპორტში დახვედრა-გაცილებას.
კონფერენციის სამუშაო ჯგუფი დაეხმარება კონფერენციის მონაწილეებს ბათუმის ჰილტონის ან რადისონის სასტუმროებში ნომრების დაჯავშნაში.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მოწვეულმა სტუმრება წერილობით უნდა აცნობონ მათი თანხმობა კონფერენციის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე.
ელ. მისამართი: [email protected]
სარეგისტრაციო ფორმის ჩაბარების შემდგომ თქვენ გამოგეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია კონფერენციაში თქვენი მონაწილეობის თაობაზე.
კონფერენციაზე არ დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ აცნობოთ კონფერენციის ორგანიზატორებს კონფერენციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
ვიზა არ მოეთხოვება ევროკავშირისა და აშშ-ს მოქალაქეებს. სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ ბმული: https://www.geoconsul.gov.ge/en/aboutUs
კონფერენციაზე განსახილველი თემატიკა არ არის საიდუმლო.
უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. კონფერენციის მონაწილეთა თანხმლები პირების, შეიარაღებული დაცვის შესახებ ინფორმაცია დროულად უნდა მიეწოდოს ქართულ მხარეს.
სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევას არ ანაზღაურებს მომწვევი მხარე.
კონფერენციის ფორმატის, გამომსვლელების, მოდერატორების, მონაწილეთა და დამატებითი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებ-გვერდზე: http://gdsc.mod.gov.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კონფერენციის სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებით.
კონფერენციის საკონტაქტო პირები:
ზოგადი ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე ნათია სესკურია
ტელ: +995 577 196 865 ტელ: +995 555 500 575
განთავსება:
მაგდა აზალაძე
ტელ:: +995 577 190 012
ელ. მისამართი: [email protected]